საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, დიდ 10-ში თამაშები სავარაუდოდ 24-26 ივლისს, ან 31 ივლისს – 1 აგვისტოს განახლდება.

ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელების მასშტაბებსა და სახელმწიფოს რეკომენდაციებზე.

მანამდე, გუნდებს ეძლევათ რეკომენდაცია განაახლონ ინდივიდუალური ვარჯიშები 22 მაისიდან, ხოლო 1 ივნისიდან ჯგუფურად, სპეციალური მოთხოვნების დაცვის პირობით.

ჩემპიონატის დათქმულ ვადებში განახლების შემთხვევაში, ჩატარდება რეგულარული პირველობის ოთხივე ტური და ფლეი ოფები წინასწარ გაწერილი სქემით. თამაშები ჩატარდება 4-დღიანი ინტერვალებით, ანუ ყოველ მე-5 დღეს.