იცით ვინ არის „ლივერპულის“ ყველაზე დიდი მტერი? თანაქალაქელი „ევერტონი“? არა – ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლავთ. იგივეა საპირისპირო მხარესაც – „მანჩესტერისთვის“ თანაქალაქელი „სიტი“ არ ითვლება ყველაზე დიდ მოძულედ. მანჩესტერში „ლივერპულის“ ატანა არ აქვთ.

თუმცა, 105 წლის წინ, 1915 წელს „ლივერპულმა“ და „მანჩესტერმა“ ერთმანეთში მოლაპარაკებული მატჩი გამართეს, რაც ისტორიაში შესულია როგორც The Good Friday Scandal. ომი ახლოვდებოდა.

მატჩის მიმდინარეობა

Man Utd v Liverpool: The 1915 Good Friday betting scandal - BBC News„მანჩეტსერი“ და „ლივერპული“ ერთმანეთს „ოლდ ტრაფორდზე“ ხვდებოდნენ. ეს მოხდა 1915 წლის დიდ პარასკევს, ინგლისის პირველი დივიზიონის 31-ე ტურში. მერსისადელები ცხრილის შუაში იმყოფებოდნენ, ხოლო „მანჩესტერს,“ რომ არ გავარდნილიყო, მოგება სჭირდებოდა.

ფეხბურთელებს ისიც კარგად ესმოდათ, რომ საომარი ვითარების გამო სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთი გაურვეველი ვადით გაჩერებულიყო. ამიტომ, ბევრი ეძებდა საშუალებას ფული „გამოემუშავებია“, თუნდაც ეს არაკანონიერი გზით მომხდარიყო.

შესვენებამდე „მანჩესტერი“ 1:0 იგებდა. ლივერპულულმა გაზეთმა „დეილი პოსტმა“ დაწერა: ასეთი ცალკარა მატჩი არასდროს გვინახავს. 48- წუთზე „ლივერპულის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პატრიკ ოკონელმა ვერ გამოიყენა, მაგრამ არც წყენია – პირიქით, გაიღიმა, რადგან იცოდა რომ „მანჩესტერი“ მაინც გაიტანდა. ასეც მოხდა – 75-ე წუთზე ჯორჯ ანდერსონმა დუბლი შეასრულა, რის შემდეგ „მანჩესტერმა“ ყოველგვარი შუბლის ძარღვის გარეშე ბურთის ცენტრში გორება დაიწყეს. მათ არც გულშემატკივართა სტვენას მიაქციეს ყურადღება. შედეგად, „მანჩესტერი“ დივიზიონში დარჩა, ხოლო ლონდონის „ჩელსი“ დაქვეითდა.

ეჭვი

Matchdetails from Manchester United - Liverpool played on Friday 2 ...მომდევნო ორი კვირის მანძილზე რამდენიმე გაზეთი აყენებდა წინადადებას, რომ შედეგი გაუქმებულიყო. გაგიკვირდებათ და, ჯერ კიდევ 1915 წელს საბუქმეიკერო კანტორები „იუნაიტედის“ 2:0 მოგებაზე ფსონს აღარ იღებდნენ, რადგან სწორედ ამ პოზიციაზე იყო დადებული დიდი თანხა. მეტიც, გაზეთებში გამოქვეყნდა საბუქმეიკერო კომპანია The Football King-ის განცხადება, სადაც დასაჩუქრებული იქნებოდა ადამიანი, ვინც ამ მოლაპარაკებული მატჩის მთავარ შემოქმედებს დასჯიდა.

გამოძიება 1915 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა, სანამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებმა ინტერვიუების მიცემა არ დაიწყეს. 27 ნოემბერს Manchester Chronicle წერდა, რომ ფეხბურთელთა ჩვენებით მატჩის მიმდინარეობა ნამდვილად შეთანხმებული იყო.

ვერდიქტი

1915 წლის 23 დეკემბერს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განაჩენი გამოიტანა:

„დამტკიცებულია, რომ ფულის გარკვეული რაოდენობა ხელიდან ხელში გადადიოდა. გაკეთებული ფსონებით მოთამაშეებმა მოგება მიიღეს. რამდენჯერმე შეთავაზეთ ფეხბურთელებს ეთქვათ სიმართლე, ვაფრთხილებდით მათ, რომ ფაქტების კონსტანტაციით, საქმე გვქონდა შეთქმულებასთან. ფეხბურთელები კი, თავიანთი საქციელით ცდილობდნენ ლაქი მიეყენებიათ სტრუქტურის სიწმინდესა და სამართლიანობისთვის. ვალდებული ვართ, ასეთი საქციელები ვამხილოთ. სისუფთავე დაცული უნდა იყოს უდიდეს ფასადაც კი. ორივე კლუბისადმი ჩვენი სიმპატიების მიუხედავად, ვალდებული ვართ დავსაჯოთ ორივე გუნდის ფეხბურთელები. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“.

Tom Fairfoul, Tom Miller, Bob Purcell and Jackie Sheldon
დასჯილ-შეწყალებული ლივერპულელები: ტომას ფეირფული, ტომ მილერი, ბობ პერსელი და ჯეკი შელდონი

დასჯილები აღმოჩდნენ: ჯეკი შელდონი, ბობ პერსელი, ტომ მილერი და ტომას ფეირფული (ყველა „ლივერპული“); სენდი ტერნბული, არტურ უოლი და ინოკ უესტი (ყველა „მანჩესტერი“). მათ სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო საქმიანობა ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე.

იყო ეჭვი, რომ გარიგებაში სხვა ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ, რადგან განაჩენი ძალიან მკაცრი იყო, ასოციაციამ დასაჯა მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებზეც უტყუარი მტკიცებულებები ჰქონდათ.

ასოციაციამ არ დასაჯა კლუბები, რადგან ჩათვალა, რომ დამნაშავენი მხოლოდ ფეხბურთელები იყვნენ.

მოგვიანებით შელდონმა, რომელიც ფეხბურთელებს შორის შუამავლად ითვლებოდა, აგრეთვე პერსელმა დანაშაული აღიარეს.

უესტის გარდა დასჯილი ფეხბურთელები ომში ბრიტანეთის არმიის სახელით წავიდნენ. უესტი კი, ბრალს არც მოგვიანებით აღიარებდა და ირლანდიაში წავიდა სათამაშოდ, სადაც ისევ იქნა დისკვალიფიცირებული, რომელიც 1945 წელს, 59 წლის ასაკში მოუხსნეს.

შეწყალება

1919 წლის 2 ივნისს „ლივერპულს“ შესთავაზეს ფეხბურთელების შეწყალება, თუ ისინი სახალხოდ მოიხდიდნენ ბოდიშს. და ესეც ომში მიღებული წვლილის გამო. ასეც მოხდა, და ყველა მათგანი იქნა შეწყალებული.

თუმცა, ფეირფულმა მაინც დაანება ფეხბურთს თავი, პერსელი „ენფილდზე“ დაბრუნდა, მაგრამ პირველივე ამხანაგურ მატჩში ხელი მოიტეხა, ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა და „პორტ ვეილში“ გადავიდა. მილერმა იმავე სეზონში „ლივერპულის“ მაისურით 25 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მაგრამ მოულოდნელად „მანჩესტერში“ გადავიდა.

რაც შეეხებათ მანჩესტერელებს: უესტზე გითხარით, უოლი ბელგიაში დაიჭრა, მაგრამ ომის შემდეგ ფეხბურთი ითამაშა, ხოლო ტერნბული 1917 წლის 3 მაისს საფრანგეთში, ბრძოლაში დაიღუპა.