In Two Years I Will Leave': Messi Confession To Neymar Will Send ...„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მრჩეველმა კარლეს რექსაჩმა მოჭრილად თქვა: „ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია. ვფიქრობ, მიხვდა, რამდენს ნიშნავდა მისთვის „ბარსელონა“. ინფორმაცია ნეიმარის თითოეული გოლის შესახებ რამდენჯერმე შემოუფრენდა ხოლმე დედამიწას, პარიზში გატანილი გოლები კი ნაკლებად ჩანს“.
რექსაჩმა, წერტილი დაუსვა იმ დამალობანასაც, რომელსაც პრეზიდენტი ბარტომეუ ლეო მესის ორი წელია ეთამაშება. მესიმ შარშან გაზაფხულზე სთხოვა ბარტომეუს ნეიმარის დაბრუნება და თითქოს პირობაც მიიღო. ლეომ მაშინ არ იცოდა, რომ ბარტომეუს კონტრაქტი უკვე გაეფორმებინა ანტუან გრიზმანთან და ეს საიდუმლოდ რჩებოდა. ამას გარდა, ზამთარშივე იყო დაბევებული დე იონგი.
რა ექნა ბარტომეუს? ლეოს ხომ ვერ აწყენინებდა? ადგა და უკვე ჯიბეგაფხეკილმა პსჟ-სთან ვაჭრობის იმიტაცია მოაწყო. ბუნებრივია, უშედეგოდ.
სჭირდება კი ლეოს ნეიმარი? თუკი სჭირდება, ალბათ, ადრეული, თორემ ბოლო ორი ბარსელონური სეზონის ნეიმარი ბევრს ვერაფერს შეცვლის.
მოდით გავიხსენოთ, როდის გახდა ლეო მესი ის უდიადესი, რაც დღეს არის? 2010 წელს იბრაჰიმოვიჩის გაშვებით და დავიდ ვილიას დამატებით ფურორი მოხდა. ლეომ ცენტრში გადაიწია და თამაშის სადავეები ხელში აიღო. დავიდ ვილია მემარჯვენე კი იყო, მაგრამ იდეალურად თამაშობდა მარცხენა მხრიდან. მცველების ზურგს უკან დიაგონალური შეჭრა, ლეოს David Villa: Messi is the best of all time - ronaldo.comგამჭოლი პასი და საგოლე მომენტი მზად იყო.
ლეო და ვილია ნამდვილი მკვლელები იყვნენ…
თავიდან ნეიმარი ვილიას იდეალურ შემცვლელად იქცა. ამას ემატებოდა ზღაპრული ტექნიკა და ერთი ერთზე ნებისმიერი მეტოქის გაცურების უნარი. მერე, თანდათან ნეიმარი გაშინაურდა და მცველების ზურგ უკან შეჭრებმა იკლო. „ნეი“ სულ უფრო ხშირად ფლანგზე იღებდა ბურთს და დამოუკიდებლად ცდილობდა თამაშის გამწვავებას. ძველი სქემა წარსულს ჩაბარდა. არა, ჟორდი ალბა ბრწყინვალეა და ლეოსიც კოსმოსურ დონეზე ესმის, მაგრამ მარცხენა მცველისთვის ყოველ ჯერზე ამხელა მანძილის დაფარვა რთულია. მისი გამოჩენა საჯარიმოში მოულოდნელობის ეფექტს კარგავს. ამის გარეშე ალბას ჩართვები ან ფლანგური ჩაწოდებებით, ანაც ლეოსთვის ბურთის დაბრუნებით მთავრდება.
მოკლედ, მესის სასწრაფოდ ესაჭიროება დავიდ ვილია, ანაც ჭაბუკი ნეიმარი. კარგი მემარჯვენე მარცხენა გარემარბი სანთლით საძებარია…