Lazio, il dottor Ivo Pulcini: "Il Coranavirus sta morendo ...
ლაციოს ექიმმა ახალი პროტოკოლიც დაიწუნა

სერია A-ს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეწვეტილი სეზონის განახლება 13 ივნისისთვის იგეგმება. ყველა საორგანიზაციო სამუშაო ამ თარიღზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ყველაფერს მაინც ივნისის დასაწყისში ქვეყანაში არსებული ვითარება გადაწყვეტს.

იტალიის სპორტის მინისტრი სანდრა ზამპა ჩემპიონატის განახლებას ემხრობა, თუმცა საფეხბურთო საზოგადოებას აფრთხილებს:
„საკმარისია, ერთი ფეხბურთელი მაინც დავირუსდეს და ჩემპიონატი დაუყოვნებლივ შეწყდება“.
საკმაოდ მკაცრია სერიას სამედიცინო პროტოკოლიც.
„ლაციოს“ ექიმი ივო პულჩინი აქამდეც აკეთებდა მკვეთრ განცხადებებს და ამჯერად ახალი პროტოკოლი დაიწუნა. საქმე ეხება გუნდურ ვარჯიშებს, რომლებიც 18 მაისიდან განახლდება: „თუ ერთ ფეხბურთელს ვირუსი აღმოაჩნდა, რატომ უნდა გავუშვათ მთელი გუნდი კარანტინზე? არ სჯობს, იმ ერთის იზოლირება? სამეცნიერო კომიტეტს არ სურს იმ ხალხის აზრის გაზიარება, ვისაც ფეხბურთთან უშუალო შეხება აქვს. ეს ხომ სიგიჟეა, რატომ ვქმნით ხელოვნურად ავადმყოფებს ჯანმრთელი ადამიანებისგან?“
წილი
წინა სტატიააღარ გვინდა ფეხბურთი…
შემდეგი სტატიაძმები და გიტარა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".