Tifosi - Wikipediaფეხბურთი უქომაგოდ ცუდი სანახავია, მაგრამ უარესი საერთოდ უფეხბურთოდ ცხოვრებაა, თუმცა ეს არ ადარდებთ კლუბების ულტრასულ დაჯგუფებებს… ევროპაში კი ასეთი დაჯგუფებები გაერთიანდნენ, რომ ჩემპიონატები აღარ განახლდეს.

მიმართვას ხელი 400-ზე მეტმა გაერთიანებამ მოაწერა. ესენი ძირითადად იტალიელი ტიფოზები არიან, მათ კი მხარი აუბეს ესპანელებმა, გერმანელებმა, ბელგიელებმა…

„მთელი ევროპა კორონავირუსის გავლენის ქვეშ არის მოქცეული, რომელსაც ადამიანებისგან მიაქვს უმთავრესი რამ – ჯანმრთელობა. ვთვლით, რომ ევროპაში ჩემპიონატები არ უნდა განახლდეს. ვინც ევროპულ ფეხბურთს ხელმძღვანელობის, სხვა მიზანი აქვთ – განახლდეს ჩემპიონატები. ეს კი მათ გამდიდრებისთვის სჭირდებათ. ჩვენ კი გვთავაზობენ ფეხბურთის განახლებას უმთავრესი მოქმედი პირების, ფეხბურთის გულისცემის – ფანატის გარეშე.

მოვითხოვთ კომპეტენტური ორგანოებისგან არ განაახლონ ჩემპიონატები, სანამ ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის. ისინი, ვინც ამბობენ, რომ ფეხბურთი განახლების გარეშე გახმება, არაფექტური მენეჯმენტით ასეთ მდგომარეობამდე სწორედ მათ მიიყვანეს.

დღეს ფეხბურთი შოუ-ბიზნესის ინდუსტრიაა. ფასიანი ტელევიზიები აშანტაჟებენ კლუბებს. ამ ფულით კლუბები ფეხბურთელთა უძირო ჯიბეებსა და მათ მტაცებელ აგენტებს ავსებენ. სისტემა ძირითადად რამდენიმე ადამიანის ინტერესებზეა აგებული, რაც ფეხბურთს დაღუპვის პირამდე მიიყვანს“, – წერია ფანატების განცხადებაში.

როგორც უკვე ცნობილია, სერია А-ს კლუბებმა ხმა მისცეს სეზონის 13 ივნისს განახლებას.

წილი
წინა სტატიაპრემიერლიგა ერთი კვირით გადაიწევს?
შემდეგი სტატიაიტალიამ 13 ჩაიფიქრა
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...