Faroe Islands National Football | A History Of Unrealisti...საფეხბურთო ევროპა სუნთქვაშეკრული ელის სეზონის განახლებას. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი წელთაღრიცხვის – კორონასშემდგომი ფებხბურთი. ძალიან ბევრი “უ” ახლავს მოლოდინს და უმაყურებლობის გარდა უემოციობაც ემატება. სამედიცინო პროტოკოლებით თითქმის ყველა ქვეყანაში წინასწარვე აკრძალულია გოლის ტრადიციული აღნიშნვა ჩახუტებებით და თანმდევი რიტუალებით.
და აჰა, პირველი მერცხლები, ვინც ფეხბურთი სრულყოფილი სახით დაიბრუნა. უკვე განახლდა ფარერების ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს. გავიდა პირველი გოლებიც და ვიხილეთ მოზეიმეთა კადრებიც.
ფარერებზე ერთადერთი შეზღუდვა უმაყურებლობაა. კუნძულოვან ქვეყანაში ფეხბურთს დახურულ კარს მიღმა ვერ ითამაშებ – არც ერთ სტადიონს უბრალოდ არ აქვს კარი, რომელსაც ჩაკეტავ. არის მხოლოდ ტრიბუნები და ქომაგს თავისუფლად შეუძლია შეზღუდვის იგნორირება. ამის მიუხედავად, კანონმორჩილი ფარერელები სახლში ისხდნენ და მატჩებს ინტერნეტით უყურებდნენ.
ფარერები ის ქვეყანაა, რომელმაც სრულად დაამარცხა კორონავირუსი. 60-ათასიანი ქვეყნისთვის 187 დაავადებული საკმაოდ დიდი ციფრი იყო, მაგრამ ბოლო პაციენტი კლინიკიდან 8 მაისს გაწერეს. ფარერებზე ცხოვრების ჩვეული რიტმი დაბრუნდა, ფეხბურთში – ჩახუტების უფლება.