პროფესიული კრივის ცოცხალმა ლეგენდა მაიკ ტაისონმა რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლიც გაავრცელა საკუთარი ვარჯიშებიდან.
53 წლის მაიკს ტიტულებზე პრეტენზია არ აქვს და ე. წ. საგამოფენო (არაოფიცილურ-კომერციულ) ბრძოლებს გეგმავს. მისი ამ წამოწყების წინააღმდეგია UFC-ის ბოსი დანა უაიტი, რომელიც ლამის ემუდარება „რკინის მაიკს“, მსგავსი არაფერი ჩაიდინოს. მისთვის მაიკი ცოცხალი ლეგენდაა და 15-წლიანი უქმობის შემდეგ რინგზე გასვლას არასერიიზულობად უთვლის.
ტაისონის ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ უკვე შეიგულეს რუსი ალექსანდრ ემილიანენკო, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში სამბოდან მივიდა.
რუსს ერთის მხრივ დიდი ფულის სუნი აქვს ნაკრავი, მაგრამ არც იმას მალავს, რომ უშანსოდაა: „მაიკი ძალიან ძლიერი, მაგრამ ძველებურად მოძრავი ვეღარ არის. ამიტომ, მთავარია, არ გაუჩერდე. ვხვდები, რომ რინგზე მოსაგებად კი არა, სპორტის პროპაგანდისთვის გავდივარ. თუ რინგზე დამეწია, იქვე მიმაძინებს“.