Drained Guardiola quits insisting: Four years at Barcelona is an ...„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დოკუმენტების შეგროვებას იწყებს და აუცილებლად იყრის კენჭს კლუბის პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნები 2021 წელს უნდა გაიმართოს.
ლაპორტას უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება გუნდში პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა: „ახლა ის „სიტიში“ მუშაობს და გადაწყვეტილებაც მხოლოდ მისი მისაღებია, მაგრამ ვთვლი, რომ ის ჩვენთვის ეტალონური მწვრთნელია. ისიც ვიცი, რომ ჩემს მოსაზრებას ფანების უმეტესობა იზიარებს“, – თქვა „ბარსას“ ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ზღაპრული სამწვრთნელო კარიერა „ბარსელონაში“ სწორედ ლაპორტას დროს დაიწყო. 2008-2012 წლებში პეპი გუნდათ ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა.
2017 წელს გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მწვრთნელად არასოდეს დაბრუნდებოდა, თუმცა ეს ბარტომეუს პრეზიდენტობის ხანა იყო და ჩავთვალოთ, რომ არ ითვლება.