კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა ...რუსეთის პრეზიდენტი კატასტროფული პანდემიური ფონის გადაფარვას უკვე აბსოლუტურად მარაზმატული გადაწყვეტილებებით ცდილობს. 9 მაისის განკარგულებით მან დაავალა სპორტის სამინისტროს იმ სპეციალური ღონისძიებების თანადგომა, რომლებიც სიმფეროპოლში დაიგეგმა და რომლის მიზანიც მსოფლიოში უძლიერესი ერის (!) გამოვლენა იქნება.
მინისტრმა ოლეგ მატიცინმა ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში პრეზიდენტს 1 დეკემბრამდე უნდა ჩააბაროს. მოდით, მიკერძოებად რომ არ ჩაგვეთვალოს, პუტინის ამ განკარგულებაზე თავად რუსების კომენტარებს გადავავლოთ თვალი:
„შეგახსენებთ კიდევ ერთ ქვეყანას გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, რომელიც თავის ერს მსოფლიოში უძლიერესად მიიჩნევდა”.
„გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით უძლიერესი ერის გამოვლენა გადაწყვიტა. მგონი, ვერ არის კარგად“.
„ბარემ თვითონ დაენიშნა უძლიერესი ერი. შედეგი იგივე იქნებოდა, წვალება და ხარჯი კი ნაკლები“.
„სიმბოლურია, რომ მეფის „უკაზი“ 9 მაისს გამოიცა. სირცხვილით ვიწვი“.
ბელარუსში კი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯიუტად არ ამჩნევს 25 000 დავირუსებულს და 140 გარდაცვლილს. მისი ნებართვის გარეშე საფეხბურთო ჩემპიონატს ვერ აჩერებენ. არც მაყურებლის დასწრება შეუზღუდავთ. პასუხისმგებლობა ისევ ფეხბურთის ფრდერაციამ იტვირთა. გადადებულია „მინსკი“-„ნემანის“ (15 მაისი) და „ძერჟინსკი“-„გომელის“ (16 მაისი) შეხვედრები. „მინსკისა“ და „ძერჟინსკის“ რამდენიმე ფეხბურთელის ვირუსზე პირველადი ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.