
„ლომელი“ ბელგიის მეორე დივიზიონში მეექვსე ადგილზე გავიდა. შესაძენად საკმარისი აღმოჩნდა 1,75 მილიონი გირვანქის ოდენობის ვალების გასტუმრება, თუმცა ჰოლდინგი „ლომელის“ განვითარებაში სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
„მან.სიტისა“ და „ლომელის“ გარდა ჰოლდინგის სტრუქტურაში შედიან: ამერიკული „ნიუ-იორკ სიტი“, ავსტრალიური „მელბურნ სიტი“, ინდური „მუმბაი სიტი“, იაპონური „იოკოჰამა მარინოსი“, ურუგვაული „მონტევიდეო სიტი ტორკე“, ჩინური „სიჩუან ცზიუნიუ“ და ესპანური „ჟირონა“.