ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით დადგენილია, რომ საუკეთესო მაჩვენებელი არგენტინელ ლიონელ მესის აქვს.
„ბარსელონას“ შემტევს 141 მატჩი აქვს ჩატარებული და 114 გოლი გაიტანა. ეს კი, საშუალოდ მატჩში 0.81 გოლს უდრის.
მეორე ადგილზე ვინ გგონიათ? კრიშტიანუ რონალდუ? არა, ბატონები – მესის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტერლოი გახლავთ. ნიდერლანდელმა ფორვარდმა 73 მატჩში 56-ჯერ მოახერხა გატანა. ეს კი საშუალოდ მატჩში 0.77 გოლია.
ნისტერლოის მცირედით ჩამორჩება რონალდუ – პორტუგალიელმა, რომელსაც ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი აქვს შეგდებული, 169 მატჩში 128-ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება და საშუალოდ მატჩში 0.76 გოლი გააქვს. თუმცა, პორტუგალიელი ფეხბურთის თამაშს ისევ აგრძელებს და შანსი აქვს ნისტერლოის გადაასწროს.
ათეულში ასევე მოხვდნენ:
4.რობერტ ლევანდოვსკი (86 მატჩი, 64 გოლი, 0.74);
5.ნეიმარი (57, 35, 0,61);
6.ფილიპო ინძაგი (81, 46, 0,57);
7.ედინსონ კავანი (62, 35, 0,56);
8.სერხიო აგუერო (71, 39, 0,55);
9.ქარიმ ბენზემა (119, 64, 0,54);
10.რაული (142, 71 , 0,50).