
ლაპორტას უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება გუნდში პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა: „ახლა ის „სიტიში“ მუშაობს და გადაწყვეტილებაც მხოლოდ მისი მისაღებია, მაგრამ ვთვლი, რომ ის ჩვენთვის ეტალონური მწვრთნელია. ისიც ვიცი, რომ ჩემს მოსაზრებას ფანების უმეტესობა იზიარებს“, – თქვა „ბარსას“ ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ზღაპრული სამწვრთნელო კარიერა „ბარსელონაში“ სწორედ ლაპორტას დროს დაიწყო. 2008-2012 წლებში პეპი გუნდათ ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა.
2017 წელს გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მწვრთნელად არასოდეს დაბრუნდებოდა, თუმცა ეს ბარტომეუს პრეზიდენტობის ხანა იყო და ჩავთვალოთ, რომ არ ითვლება.