Criticizing the power of a Russian football player will be ...რუსული „კრილია სოვეტოვის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად ბლოგერმა ევგენი სავინმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე აღნიშნა, რომ სამარელთა მეკარე ევგენი ფროლოვი მთავრობის კრიტიკის გამო კლუბმა სოლიდურად დააჯარიმა.

„ფროლოვი 1.4 მილიონი რუბლით დააჯარიმეთ იმის გამო, რომ სიმართლე თქვა. ეს პირდაპირი დავალება იყო კრემლიდან. ეს არის სირცხვილი. ახლა საინტერესო უფრო ის არის, თუ ვის დააჯარიმებთ, როდესაც გუნდი ასეთი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრით, ტრადიციებითა და ჩინებული სტადიონით ქვედა დივიზიონში გავარდება“?

გეტყვით, რომ ფროლოვმა პანდემიის ფონზე რუსეთის მთავრობა გააკრიტიკა. რის შემდეგ „კრილია სოვეტოვის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი დაჯარიმებული იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით განცხადების ფორმულირება შეცვალა და მეკარეს გუნდში ადგილიც შეუნარჩუნა, რადგან შესაძლო დიდ რეზონანსს მოერიდნენ.