
„ვფიქრობ, სეზონი უნდა გაუქმდეს, ყველა სახლში წავიდეს, გამოჯანმრთელდეს და კალათბურთს უკვე მომდევნო სეზონიდან დავუბრუნდეთ. ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, ვერ მიიღებს უმთავრეს ჯილდოს – საყოველთაო აღიარებას და პატივისცემას. რა მოხდება, თუ მოიგებს გუნდი, რომელიც პაუზამდე სულაც არ იყო ფავორიტი? ასე რომ, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით ადამიანების ჯანმრთელობას და დაბრუნდით მომავალ სეზონში,“ – განაცხადა შაკმა.
ლიგის ბოსებს პრიორიტეტად სეზონის აგვისტოს ბოლომდე დასრულება ესახებათ, თუნდაც ფორმატის შეკვეცის ხარჯზე. პარალელურად მოსაფიქრებელია, როგორ გადაიჭრას მომავალი დრაფტის, თავისუფალ აგენტთა ბაზრის ან სხვა პრობლემები… მაგალითად, ლებრონ ჯეიმსმა მარტშივე განაცხადა, რომ ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშს არ აპირებს. ალბათ ამიტომაც, სეზონის გაუქმების მცირე, მაგრამ მაინც შანსი, ყველას გამოსვლაში ფიგურირებს.