„ლივერპულის“ მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ იქცევა წითლების მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, როცა ნასვამია.
„როცა კლოპი მთვრალია, ის ორმაგად კლოპია. ყოველთვის ამბობს, თუ რაიმეს აკეთებ, ასი პროცენტით უნდა შეასრულო, ასი პროცენტით დაიხარჯო თამაშისას, ასი პროცენტით იმუშავო ვარჯიშებზე, ასევე ასი პროცენტით გაილაღო წვეულებებზეო.
თავადაც ასე იქცევა. დალევს ხოლმე და მერე სამჯერ თუ ოთხჯერ მეტად კლოპი ხდება,“ – ციტირებს რობერტსონის სიტყვებს TEAMtalk.
კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან წვრთნის. მანამდე ის „დორტმუნდსა“ და „მაინცს“ თავკაცობდა. წითლებთან ერთად კი გერმანელმა სპეციალისტმა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.