სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პრიმერას განახლების შემდეგ საშინაო მატჩები არა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართოს.

რაც შეეხება ხელფასებს, მიმდინარე სეზონში უცვლელი დარჩება, მერე კი პირველი და მეორე გუნდის ფეხბურთელების, აგრეთვე კლუბის უკლებლივ ყველა ხელმძღვანელის ჯამაგირი 30 პროცენტით შემცირდება. ყველაზე მეტს, 4-4 მილიონ ევროს იზარალებენ სერხიო რამოსი და გარეთ ბეილი, თუმცა ბუნებრივია, ყველაზე მაღალანაზღაურებადნიც ისევ ისინი იქნებიან.