
შეგახსენებთ, რომ კოუტინიუს კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, გერმანელებთან საიჯარო ხელშეკრულებას კი სეზონის ბოლოს გასდის ვადა. ბრაზილიელს, სავარაუდოდ, გაყიდიან, რისი უპირველესი მიზეზიც მისი ასტრონომიული ხელფასია. მსურველთა შორის ფავორიტი ინგლისური „ნიუკასლია“, კატალონიელებს კი მის სანაცვლოდ ერთბაშად 80 მილიონი ევროს მიღება სურთ. თავის დროზე კოუტინიუ „ბარსამ“ „ლივერპულიდან“ 120 მილიონად იყიდა.