Horyaallada Serie A iyo Bundesliga oo qaab cusub loo ciyaari doono ...ევროპას ნელ-ნელა ფეხბურთი უბრუნდება. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება. სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება შევიდეს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე გუნდმა უკვე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ სოციალური დისტანციით.

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა კი დარჩენილი სათასო მატჩების კალენდარიც გამოაქვეყნა. ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 4 ივლისს.

მესამე ლიგა 26 მაისს განახლდება, ხოლო ქალთა ფეხბურთის მოყვარულებს მათი თამაშების ნახვა 29 მაისიდან შეეძლებათ.