1995 წელს ბოსმანის საქმემ ფეხბურთი შეცვალა. მათ უკვე თამამდ შეეძლოთ ახალ კლუბებში გადასულიყვნენ, რითიც საფეხბურთო აგენტებს მეტი ძალა შემატეს. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. ახლა აგენტების სახელები თითქმის ყველამ იცის – მათ აქვთ ძალაუფლება და იმპერია.

თუმცა, არის ერთი საფეხბურთო აგენტი, რომელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. კონსტანტინ დუმიტრასკუს კლიენტები არიან კავანი, მატიჩი, კანტე, ვარანი, ჟირუ, კონდოგბია და სხვები…

რუმინელი აგენტი რჩეულთა შორის ხმაურიანი ტრანსფერებითა და შემოსავლებით მოხვდა, მაგრამ მასზე მაინც მწირი ინფორმაციაა. 80-იან წლებში ქვეყანა დატოვა, რის შემდეგ კრივში დაიწყო ვარჯიში, ხოლო 1994 წელს ფიფას აგენტის ლიცენზია მიიღო. აი, შემდეგ კი სრული ბურუსი და კითხვები…

Cum a castigat impresarul Constantin Dumitrascu 92 de milioane de euroრატომ არის დუმიტრასკუს კომპანიის ოფისი (Mondial Sport Management) დარეგისტრირებული გერმანიის პატარა ქალაქ კელკჰაიმში, ტაილანდური რესტორნის შენობაში?

რატომ არაფერი იციან რუმინელ აგენტზე რუმინეთში?

25 წლის მანძილზე რატომ მისცა მხოლოდ ერთი ინტერვიუ?

2017 წელს Forbes შეეცადა დუმიტრასკუზე პროფაილი შეექმნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

„პირველად შეგვემთხვა მსგავსი რამ. თითქმის ვერ ვნახეთ ინფორმაცია დუმიტრასკუზე. შევეცადეთ მასზე პირდაპირ გავსულიყავით, მაგრამ ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ახლოს არავის იკარებს“, – ასე განმარტა Forbes-მა დუმიტრასკუს ამბავი.

შემდეგ Forbes-მა დუმიტრასკუზე მოთხოვნა transfermarkt.de-ს გაუგზავნა, მაგრამ უკან „სპამის“ სახით დაუბრუნდა. ყველაფერი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ Forbes-ს საერთოდ უნდოდა მისი სიიდან ამოღება.

თავად დუმიტრასკუმ მხოლოდ ერთხელ გააკეთა განმარტება ამის თაობაზე და განაცხადა, რომ ის იტალიელ მაფიოზებს ემალება.

დავიჯეროთ?