Ex-Bayern-Star Sagnol über Zidane-Rot im WM-Finale 2006: "Wir ...ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მონდიალი 2006-ის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთი დამატებით დროში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაძევებამ ბოლო წუთებში თამაში გაათანაბრა და ბოლოს პენალტები დაინიშნა, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს.

სანიოლი აცხადებს – ზიდანმა მარკო მატერაცის მუცელში რომ თავი ჩაარტყა, ამით მთლიანად საფრანგეთი დააზარალა და ეს არასწორი საქციელი იყოო.

„ფინალის მერე ყველანი სტრესში ვიყავით. ყველა ფეხბურთელი ზიდანს ვაკრიტიკებდით. ზოგი სიტყვიერად გამოხატავდა, ზოგიც ჩუმად. რაც მინდორზე გააკეთა, არ იყო ადეკვატური. უშუალოდ ჩემი და ზიზუს მეგობრობაც ისეთი ვეღარ იყო, როგორც მანამდე. ის „რეალში“ თამაშობდა, მე კი – „ბაიერნში“. შესაძლოა, ამ ფაქტორმაც იმოქმედა. 2008 წელს ქორწილში დავპატიჟე და მესტუმრა, რაც ძალიან გამიხარდა. ახლა ისევ ძველებურად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს,“ – უთხრა სანიოლმა გერმანულ Sport1-ს.

Marco Materazzi revealed what hurt the most from Zinedine Zidane's ...