დიეგო არმანდომ კორონავირუსით დაზარალებული უღარიბესი არგენტინული რეგიონისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაიფიქრა. საამისოდ მან ლატარეაში გასათამაშებლად 1986 წლის ტრიუმფალური მსოფლიოს ჩემპიონატისას ნაცვამი და ავტოგრაფით გაფორმებული მაისურა არ დაინანა.
მაისურა ლატარეაში მათ შორის გათამაშდა, ვინც ღარიბებისთვის პროდუქტები, დამცავი ნიღბები და ანტისეპტიკები გაიღო…
საოცარი კია, მაგრამ აქციით მხოლოდ 90 კილოგრამი საკვების შეგროვება მოხერხდა.