მსოფლიო პანდემიის გამო ეროვნული ლიგა მარტში, 2 ტურის შემდეგ შეწყდა. როდის განახლდება, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმულია.

საამისოდ, საგანგებო დებულება იქნება გაწერილი. კობიაშვილის თქმით, 1-2 კვირაში ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყება, 14 დღის შემდეგ მდგომარეობა გადამოწმდება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, კლუბები ეტაპობრივად გადავლენ გუნდურ ვარჯიშებზე. შესაბამისად, რაღაც პერიოდის შემდეგ თამაშების ჩატარება რეალური გახდება. ვარჯიშები სავარაუდოდ 25 მაისს დაიწყება.

ცხადია, განახლების შემთხვევაში ეროვნული ლიგა 4 წრედ ვეღარ მოესწრება, ამიტომ მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე მიდის. მათგან ყველაზე რეალურ ვარიანტზე მოგახსენებთ.

ქომაგებიარის ვარაუდი, რომ განახლებულ ჩემპიონატში გუნდები 2 წრედ ითამაშებენ, რის შემდეგ 10 გუნდი დაიყოფა ხუთეულებად. ზედა ნაწილში მყოფი ხუთი გუნდი საჩემპიონო ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო ქვედა ხუთეული დასარჩენად იბრძოლებს.

როგორც იცით, 2 ტური უკვე ჩატარებულია, ამიტომ 2 წრე რომ დაასრულონ, კიდევ 16 მატჩის ჩატარება მოუწევთ, ხუთეულებად დაყოფის შემდეგ დამატებით 8-8 მატჩის. ჯამში 24 თამაში.

ჯერჯერობით, 2 გამარჯვებითა და 6 ქულით სატურნირო ცხრილს თბილისის „ლოკომოტივი“ ლიდერობს.

აქვე გავიხსენებთ წინა ჩემპიონატების ფორმატებს და თავად დარწმუნდებით თუ როგორ არეულად მოვიდა ჩვენი ჩემპიონატი დღემდე… 1990 წლიდან მოყოლებული იმდენჯერ შეიცვალა საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტი, ეს აღარ გვიკვირს. ერთია, პანდემიას არასდროს შევუწუხებივართ და არც შუა სეზონში მომხდარა კორექტირება.

1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეიქმნა და საქმეს უმალვე შეუდგა. იმავე წლის 30 მარტს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა.

ქომაგებიპირველი ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის პრინციპით გაიმართა. ტურნირში 18 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ორს ელიტა უნდა დაეტოვებია. ჩვენი პირველი იაღლიშიც სწორედ აქ მოხდა – ოჩამჩირის „ამირანი“ (ცხინვალის „ლიახვი“ შუა სეზონში მოიხსნა გათამაშებიდან და ავტომატურად გავარდა) არ გააგდეს და 1991 წლის სეზონში უმაღლეს ლიგაში უკვე 20 გუნდი ვიხილეთ.

გარდა გუნდების მატებისა, 1991 წლის ჩემპიონატის რეგლამენტში სხვა ცვლილებებიც იყო: ტურნირი ჩატარდა მხოლოდ გაზაფხულზე, ერთ წრედ და არავინ გავარდნილა.

იმავე წელს კიდევ ერთი ჩემპიონატი დაიწყო – შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავედით. 1991-92 წლების სეზონი ისევ 20-გუნდიანი იყო, ორ წრედ ჩატარდა და ორი გუნდი გავარდა.

20-მა გუნდმა დაიწყო 1992-93 წლების სეზონი, მაგრამ 17-მა დაასრულა. ხობის „კოლხეთი“, „ამირანი“ და გალის „მზიური“ ჩემპიონატის შუა სეზონში გამოეთიშნენ და ამიტომაც არავინ გავარდნილა.

თუმცა, არც „ამირანი“ და „მზიური“ გვიხილავს ქვედა ლიგაში და 1993-94 წლების სეზონიც ისევ ელიტაში დაიწყეს. ეს ჩემპიონატი უკვე ახლებურად გაიმართა: 22 გუნდი ორად გაიყო – აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად. თითოეულში 11 გუნდი იყო. აღმოსავლეთმა სრულად ჩაამთავრა, ხოლო დასავლეთში სეზონი ვერ დაასრულეს იმავე „ამირანმა“ და „მზიურმა“, რომლებსაც სოხუმის „ცხუმიც“ მიემატა.

დივიზიონებში ხუთმა საუკეთესომ საჩემპიონო ბრძოლა გააგრძელეს, ცხრა გუნდი კი დარჩენისთვის იბრძოდა. საბოლოოდ ელიტას 4 გუნდი დაემშვიდობა.

შედეგად, 1994-95 წლების სეზონი 16 გუნდიანი მივიღეთ. ორ წრედ გამართულ ჩემპიონატს ორი გუნდი ეთიშებოდა. გაგიკვირდებათ და, ანალოგიურად გიმართა 1995-96 წლების სეზონიც. პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორჯერ ერთი და იგივე რეგლამენტით ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი.

16 გუნდი მონაწილეობდა 1996-97 წლებშიც, მაგრამ უკვე სამი გუნდი გავარდა. 1997-98 წლებში ძველ ყაიდაზე დაბრუნდა და 16 გუნდიდან ელიტას ორი დაემშვიდობა.

მომავალ წელს რეგლამენტი ისევ შეიცვალა 16-გუნდიან ჩემპიონატიდან ორი გავარდა და ორიც გადათამაშებაში მონაწილეობდა.

სიახლესთან იყო დაკავშირებული მომდევნო პერიოდიც. 1999-2000 წლების სეზონი 16 გუნდიანი კი იყო, მაგრამ ჯგუფებად დაიყო – თითოეულში 8-8 გუნდი, რომელთაგან 4-4 საუკეთესო საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებდა, ხოლო დანარჩენები ლიგში ადგილის შენარჩუნებას ცდილობდნენ. საბოლოოდ, 4 გუნდი გავარდა.

ასე იმიტომ მოხდა, რომ 2000-01 სეზონი 12-გუნდიანი გახდა. ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო ჩემპიონთა რბოლაში გადაერთო, ქვედა ექვსეული დარჩენისთვის. 2 გუნდი გავარდა და ერთიც გადათამაშებაში აღმოჩნდა. ანალოგიური გამოდგა მომდევნო 2 სეზონი, ხოლო 2003-04 წლებში 2 გავარდა და 2 ფლეი ოფში აღმოჩნდა. სხვათა შორის, ამ სეზონში ჩემპიონი ოქროს მატჩით გამოვლინდა, რადგან ბოლნისის „სიონმა“ და თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს.

2004-05 წლებში საქართველოს ჩემპიონატი 10 გუნდიანი იყო. ოთხი წრის შემდეგ 2 გუნდი გავარდა.

თუმცა, მომდევნო სეზონი უკვე 16 გუნდიანი გამოდგა, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ გაეჯიბრნენ. საბოლოოდ, ორი გავარდა, ორიც ფლეი-ოფში აღმოჩნდა.

2006-07 წლებში 14 გუნდიანი ჩემპიონატი ვიხილეთ. ისევ ორ წრედ და ორი გავარდა, ხოლო ფლეი-ოფში ერთი გუნდი იყო.

2007-08 წლების სეზონი თითქმის ანალოგიური – 14 გუნდიანი ჩემპიონატი ამჯერად სამმა დატოვა, 1 კი ფლეი-ოფში მოხვდა.

მეშახტე” უდანაკარგოა2008-09 წლები 11-მა გუნდმა დაიწყო და სამ წრედ ითამაშა. შედეგად ერთი გავარდა და ერთიც ფლეი-ოფში გადავიდა.

შეცვლილი სისტემით გაიმართა 2009-10 წლების სეზონი: ოთხ წრედ გამართული 10 გუნდიანი ჩემპიონატი ორმა დატოვა.

2010-11 წლებში იგივე პრინციპით ელიტას ერთი გუნდი დაემშვიდობა.

კიდევ უფრო განსხვავებული გამოდგა 2011-12 წლების სეზონი: 12 გუნდმა ორ წრედ რეგულარული სეზონი ჩაამთავრა, რვა საუკეთესო საჩემპიონო ბრძლაში გადაერთო, ხოლო ბოლო ოთხი გუნდი პირველი ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდთან ერთად შეიკრა და ის ოთხი გუნდი გამოავლინა, რომელსაც მომდევნო წელს უმაღლესში უნდა ეთამაშა.

აქედან გამომდინარე 2012-13 წლების სეზონიც 12-გუნდიანი იყო, მაგრამ ორი წრის შემდეგ ორ ჯგუფად გაიყო. ზედა ექვსეული ჩემპიონობისთვის იბრძოდა, ქვედა – დარჩენისთვის. საბოლოოდ, ორი გავარდა.

2013-14 წლებში იგივე რეგლამენტი იყო, მაგრამ მომდევნო წელს გუნდების რაოდენობა 16-მდე გაზარდეს, ამიტომ არავინ გავარდნილა. სამაგიეროდ, 2014-15 წლებში ორი გავარდა და ერთიც ფლეი ოფში გავიდა. იგივე განმეორდა 2015-16 წლების სეზონშიც.

2016 წელს კიდევ ერთი სეზონი ვიხილეთ – შემოდგომაზე 14 გუნდი თეთრი და წითელ ჯგუფებში გადანაწილდა. ორწრიანი თამაშების შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულნი ჩემპიონობისთვის შეხვდნენ ერთმანეთს, 2-3 ადგილებზე გასულები ბრინჯაოს მედლისთვის და ევროპის ლიგის საგზურისთვის. ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულნი გავარდნენ, ხოლო 5-6 ადგილებზე მყოფმა გუნდებმა კიდევ ორი დაქვეითებული გამოავლინეს.

2017 წლიდან გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავერთეთ. ჩემპიონატს ეროვნული ლიგა დაერქვა და 10 გუნდიანი გახდა. მას შემდეგ რეგლამენტი უცვლელია – ერთი ვარდება, ხოლო ორი გუნდი პირველ ლიგაში 2-3 ადგილოსან გუნდებთან ფლეი ოფში თამაშობს.

უცვლელია დღემდე…თუმც, როდემდე?!