როგორც იცით, საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად დასრულდა. ლიგა 1-მა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნდა, რის შედეგადაც „ლიონი“ მეშვიდე ადგილზე დარჩა და მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. პირველად მოხდა, რომ ბოლო წლებში „ლიონი“ კონტინენტის პრესტიჟულ ტურნირებზე ვერ მოხვდა. ამის გამო კლუბმა გადაწყვიტა სასამართლოში იჩივლოს.

ლიონის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა აცხადებს, რომ კლუბს სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„ლიონის“ დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ. ფული „ლიონის“ მთავარი პრიორიტეტი არ არის. თავდაპირველად, ჩვენ ვითხოვდით, რომ სეზონის გასაგრძელებლად ყველა შესაძლებლობა შესწავლილი ყოფილიყო. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ დამთავრდა სეზონი ვადამდე და რა პრინციპით განაწილდა ადგილები. ჩვენ გვაინტერესებს, კანონიერი არის თუ არა, ლიგა 1-ის გადაწყვეტილება, უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და გავარკვიოთ, რამდენად დააზარალებს გუნდს. ვიმეორებ, ეს ფულს არ ეხება, ეს ეხება საერთო ინტერესებს“, – აცხადებს ოლა.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ პარალელურად ჩემპიონთა ლიგაში გამოდის და მეოთხედფინალში გასასვლელად ტურინის „იუვენტუსს“ ხვდება. პირველი მატჩი ფრანგებმა საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგეს.

განმეორებითი მატჩი ტურინში უნდა გაიმართოს. თუ იმავე ოლას დავუჯერებთ, ეს 7 აგვისტოს მოხდება ცარიელი ტრიბუნების წინ.