
„შარშან, იანვარში ამბობდნენ, რომ ჩვენ გუნდის 7-8 ლიდერს დავკარგავდით, მაგრამ საკვანძო ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორი გავუშვით. დიდი კლუბები, ისეთები, როგორიც „ბაიერნია“, ამბობენ, რომ მომდევნო სატრანსფერო პერიოდისას ფეხბურთელების ფასი მკვეთრად შემცირდება. მათთვის ადვილია ასე ლაპარაკი, რადგან ბაზარზე ძირითადად მყიდველების როლში გამოდიან. რა თქმა უნდა, 150 და 200-მილიონიანი ტრანსფერების დრო წავიდა, მაგრამ „აიაქსის“ კადრებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება. ეს ბიჭები კარგად არიან აღზრდილები და სერიოზული სათამაშო პრაქტიკა აქვთ, მათ შორის ევროტურნირებზეც. შარშან სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ მეკარე ონანასთან, ტალიაფიკოსთან და ვან დე ბეკთან, რომ ერთი წელი დარჩებოდნენ და მერე დავეხმარებოდით მორიგი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში. პირობა ძალაშია, თუმცა განახევრებულ ფასებს ნურავინ დაელოდება. დაივიწყეთ!” – თქვა წარსულში ლეგენდარულმა მეკარემ.