კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა რამდენი დღის წინ თქვა, რომ რინგზე დაბრუნება სურს. „რკინის მაიკს“ საჩემპიონო ბრძოლების გამართვა არ სურს და მისი სურვილი მხოლოდ საგამოფენო შეხვედრებით შემოიფარგლება. ცხადია, ტაისონს უფრო ფინანსური მოგება აინტერესებს.

ჰოდა, ტაისონმა უმალვე მიიღო წინადადება – მუშტებით ბრძოლის ლიგამ ტაისონს 20 მილიონი დოლარი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის შეფმა, დევიდ ფელდმანმა გაავრცელა. ლიგა 2018 წელს შეიქმნა და ბრძოლის დროს ხელთათმანებს არ იყენებენ და უფრო ქუჩურ ჩხუბს წააგავს. ქუჩა კი ტაისონისთვის უცხო ნამდვილად არ არის…

„მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია, რომ ტაისონმა ვარჯიში დაიწყო. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა მისთვის შეთავაზება გაგვეკეთებია. ის ნამდვილი ლეგენდაა… ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მის გუნდთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ტაისონთან ნებისმიერი კუთხით და ფორმატით მუშაობა, უკვე პატივი“, – აცხადებს ფელდმანი.

 

Boxing's biggest comebacks including Muhammad Ali and George ...