საფეხბურთო სამყარო შეჩერებულია. თითქმის მთელი პლანეტა მოუთმენლად ელის მის განახლებას. ამის გაკეთებაში ხელს მხოლოდ იტალიელები უშლიან.

როგორც მოგეხსენაბთ, გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისს იწყება – ტური დაგეგმილია და საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე კოეფიციენტებიც გამოიტანეს. ესპანეთი განახლებას 20 ივნისისთვის გეგმავს, ინგლისი ფიქრობს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. ფიქრობდა იტალიაც, სადაც გუნდებმა ვარჯიშებიც კი განაახლეს, მაგრამ…

Coronavirus: Serie A return date set following Italian Prime ...იტალიური მედიის ცნობით, კოვიდ 19-ის ტესტირების შედეგად ვირუსი 3 კლუბშია აღმოჩენილი. ყველაზე საგანგაშო ვითარება ფლორენციის „ფიორენტინაშია“. მას შემდეგ რაც „იების“ ფეხბურთელებმა – პატრიკ კუტრონემ, ხერმან პეცელამ და დუშან ვლაოვიჩმა ვირუსი დაამარცხეს, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კორონავირუსმა ახალი ძალით იფეთქა. ახალი ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ „ფიორენტინას“ 3 ფეხბურთელი და ტექნიკურ-სამედიცინო შტაბის 3 წევრია ინფიცირებული. ყველა სავალდებულო კარანტინშია გადაყვანილნი, ხოლო დანარჩენი გუნდი ვარჯიშს განცალკევებით აგრძელებს.

კორონავირუსის სამი ახალი და ერთი რეციდივის შემთხვევა გამოვლინდა გენუის „სამპდორიაში.“ კლუბის პრესსამსახურის ცნობით ყველა უსიმპტომოა და კარანტინში არიან მოთავსებული.

კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა „მილანის“ სამ ფეხბურთელსაც.

მოკლედ, სერია A-ს განახლების საკითხი, ჯერ ისევ ბუნდოვანია…

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი მსოფლიო პანდემიის გამო 10 მარტს შეჩერდა.