საფრანგეთის ვადაზე ადრე დასრულებული ჩემპიონატის გამარჯვებულად დედაქალაქური პსჟ  გამოცხადდა დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი ამავე გუნდის ლიდერთაგანი კილიან მბაპე გახდა.
ფორვარდმა არასრულ სეზონში 18 გოლი გაიტანა. ამდენივე იყო „მონაკოს“ შეტევების ლიდერის, ვისამა ბენ იედერის მონაგარი, თუმცა მან 18-დან სამ შემთხვევაში პენალტის ნიშნულიდან ისახელა თავი. მბაპეს სასარგებლოდ არჩევანიც ამან განაპირობა – მან ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა.
ეს კილიანის ზედიზედ მეორე „ოქროს ბუცია“.
წინა ჩემპიონატში მბაპემ 33 გოლი გაიტანა და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია – უახლოესი მდევარი ნიკოლა პეპე (ლილი) 11 ბურთით მოიტოვა.
Mbappe pips Ben Yedder to Ligue 1 Golden Boot - ronaldo.com