მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა სსრკ ჩემპიონატის ორი მატჩი გაიხსენა, რომელიც შეთანხმებული იყო. ერთი თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით, მეორე –  ანზორ კავაზაშვილის.

Movsisyan is ordinary forward – Russian football analyst | NEWS.am ...„სპარტაკისა“ და „დინამოს“ შეხვედრამ იმ დროისთვის არსებული აბსურდული წესი შეცვალა, ამიტომაც ფეხბურთელებს მოლაპარაკებებში ბრალს ვერ დავდებთ. საქმე ის არის, რომ 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეგლამენტში დაამატეს პუნქტი, თუ მატჩი ფრედ დასრულებოდა, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნებოდა. აი, ვინც იქ იმარჯვებდა, ქულას მოიპოვებდა, ხოლო წაგებული ნულზე დარჩებოდა. მომდევნო წლისთვის, საფეხბურთო ჩინოვნიკებმა წესი უფრო მეტად „დახვეწეს“ – თუ პენალტების სერიაში 5-5 დარტყმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იქნებოდა, ორივე გუნდი თითო ქულას იღებდა.

ამ სიახლის შემდეგ, ჩემპიონატში გარიგებული მატჩების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მე-3 ტურში, მოსკოვის „სპარტაკისა“ და „დინამოს“ შეხვედრაში 2:2 დაფიქსირდა, მაგრამ წესის აბსურდულობა ყველაზე მეტად ამ თამაშში გამოჩნდა. საბოლოოდ, ეს წესი სწორედ იმ მატჩმა შეიწირა.

მოსკოვში, ქვეყნის მთავარ არენაზე, თამაშის სანახავად პარტიული და სპორტული ნომენკლატურა იყო შეკრებილი. საერთო ჯამში, შეხვედრას 32 000 ქომაგი დაესწრო და მოედანზე აშკარა ფარსი იხილეს.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სასაცილო ამბები განვითარდა.

თავდაპირველად, ყველა უშეცდომოდ ურტყამდა და ანგარიში 2:2 გახდა. მასპინძელთაგან პენალტები ბუკიევსკიმ და ლოგოფეტმა გაიტანეს, სტუმართაგან – ყიფიანმა და ებრალიძემ.

აი, შემდეგ კი, ფეხბურთის თამაში ყველას დაავიწყდა და მეტოქეებმა ზედიზედ 6 ცდა გააფუჭეს. მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, სკანდალი მაინც არ აგორდებოდა, ზემოთ ნახსენებ ლოვჩევს დემონსტრაციულად კუთხურის ალმისკენ რომ არ დაერტყა.

ბოლოს ბურთთან რეხვიაშვილი მივიდა, რომელმაც ბურთი პირდაპირ მეკარე პროხოროვის ხელებისკენ გაგზავნა. ლიტველ მსაჯს ანდზიულისს არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ ფრე დაეფიქსირებინა.

European Debuts of Soviet and Russian Teams: A Chronology ...ახლახანს ლოვჩევმა თავისი მაშინდელი საქციელი ასე ახსნა:

„იმ დროს „ზემოთ“ ვიღაცამ მოიგონა იდიოტიზმი სახელად „მატჩის შემდგომი პენალტები ჩემპიონატში“. მოგებამდე ვურტყამდით, ვინც იმარჯვებდა, ქულა ერგებოდა, წაგებულს კი არაფერი. მერე წესი გააუმჯობესეს და თუკი 5-5 დარტყმის მერე ისევ ფრე იყო, ორივეს ქულა ერგებოდა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ გუნდებმა გამოსავალი მალე ნახეს. ფაქტობრივად ყველა თანხმდებოდა, რომ სუფთად მხოლოდ ძირითადი დრო უნდა ეთამაშათ, პენალტებში კი ქულები უნდა გაგვენაწილებინა. გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ. ერთხელაც, მოსკოვში თბილისელებს ვეთამაშებოდით და ვიცოდი, რომ ბოლო პენალტი მე უნდა გამეფუჭებინა. ავდექი და კუთხურისკენ დავარტყი. შემდეგ განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ სწორედ იმ კუთხეს ვუმიზნებდი და შემთხვევით არაფერი მომხდარა. ჩემთვის დისკვალიფიკაციის მოცემა უნდოდათ, თუმცა, გონს მალევე მოეგნენ და ის აბსურდული წესი შეცვალეს. ყველაფრის მიუხედავად, მე იმ შეხვედრებს გარიგებულს ვერ ვუწოდებდი, უშუალოდ მატჩს ხომ სუფთად ვთამაშობდით?!“ – გაიხსენა ლოვჩევმა.

ამ მატჩიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როდესაც უცნაური წესი გააუქმეს, „სპარტაკისა“ და „დინამოს“ მატჩის შედეგი კი გაუქმდა და გადათამაშება პირველი წრის ბოლოს დაინიშნა.  ამასთან, გუნდების ხელმძღვანელებს ფეხბურთელებთან „აღმზრდელობითი სამუშაოების ჩატარებისკენ“ მოუწოდეს.

მეორე შემთხვევა 1970 წელს მოხდა. „სპარტაკი“ მესამე ადგილზე იყო და დარჩენილ ტურებში ვერც წინ წაიწევდა და ვერც ვერავინ გადაასწრებდა. მოსკოველები ოდესის „ჩერნომორეცს“ ხვდებოდნენ, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა.

ლოვჩევი იხსენებს, თუ როგორ მიდიოდნენ სასტუმროში მყოფ „სპარტაკის“ ფეხბურთელებთან უცხო პირები და ხანგრძლივი საუბრები ჰქონდათ.

ქართველი მეკარის უცნაური ...„ვხვდები, რომ ყველაფერი ადრიანად იყო ცნობილი. ამის გამო გენადი ლოგოფეტი საერთოდ არ წამოვიდა ოდესაში. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე მყოფთაგან ფული მე, ვიტკა პაპაევსა და კოლია აბრამოვს არ აგვიღია, მაგრამ კოლიას შესვენებაზე მოუტანეს. განსაკუთრებით გამაოცა ანზორ კავაზაშვილმა, რომელიც ისე თამაშობდა, თითქოს იცოდა, რომ გოლს აუცილებლად გაუტანდნენ. მერე ანზორი შეთანხმებული მატჩების გამოვლენის კომისიის ხელმძღვანელად დანიშნეს. მე ოდესა გავიხსენე და ვკითხე. მან მიპასუხა, რომ ფული კი შესთავაზეს, მაგრამ არ აიღო. ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვარ ამაში, რაზეც კატეგორიულად მიპასუხა – არა.

არადა, ყველაფერი ნათლად ჩანდა. ბურთს თანაგუნდელს ვაწვდიდი, ისინი მოწინააღმდეგეს უბრუნებდნენ. შესვენებაზე განვაცხადე რომ არ ვითამაშებდი. მერე ბიჭებმა მითხრეს, რომ თითოეულს 500 მანეთი გადაუხადეს. მათ გვარებს არ ვიტყვი… თუმცა, „ჩერნომორეცს“ ამან ვერ უშველა, რადგან ერევნის „არარატმა“ გადაასწრო“.