Andy Roddick Reveals the Adjustments Stan Wawrinka Made Before his ...Rafael Nadal is ready to cancel this tennis season and move on to ...მსოფლიო პანდემიით შეჩერებულია საჩოგბურთო სამყარო. სადღეისოდ ტურნირების განახლება 13 ივლისისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ არის შანსი ამ თარიღმა გადაიწიოს. რაც შეეხება დიდი მუზარადის ტურნირებს, რომელიც წლეულს იყო დაგეგმილი, „უიმბლდონი“ ნამდვილად აღარ გაიმართება, „როლან გაროსის“ დაწყების თარიღი 27 სექტემბერია, ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებს ჯერ არაფერი უთქვამთ და ისევ 24 აგვისტოს არის ჩანიშნული.

თუმცა, დიდი მუზარადის სამგზის ჩემპიონი სტენ ვავრინკა ფიქრობს, რომ „როლან გაროსის“ ჩატარების მეტი შანსია, ვიდრე ამერიკის ღია პირველობის.

„როლან გაროსს“ მეტი შანსი აქვს ჩატარდეს, ვიდრე US Open-ს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩოგბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან უწევთ ტურნირებზე ჩასვლა. კარანტინი კი თანმიმდევრულად იხსნება: ჯერ სახლიდან გამოდიხარ, მერე იხსნება მაღაზიები და რესტორნები, ბოლოს – საზღვრები. ასე რომ, ჩოგბურთის თამაში ხელახლა რომ დავიწყოთ, ყველაზე მეტ ხანს მოგვიწევს ლოდინი. იმედის მაქვს, სექტემბრის ბოლოს ამ სტადიამდე მივაღწევთ. თუ ასე მოხდა, ეს იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი. ამ დროისთვის ღრმა კრიზისში ვართ და რთული წარმოსადგენია პანდემია როგორ დასრულდება. ამასთან, გაიზრდება ტრავმიანობა, რადგან დიდი შესვენების შემდეგ მაქსიმალურად დატვირთვა რისკს ზრდის“, – აცხადებს შვეიცარიელი ჩოგბურთელი.

ვავრინკასგან განსხვავებით უფრო შეშინებულია ესპანელი რაფაელ ნადალი. ყოფილი პირველი ჩოგანი არც კი ფიქრობს, რომ 2020 წელს საჩოგბურთო ტურნირები განახლდება და მთელი ყურადღება საგაისოდ აქვს მიმართული.

„არც კი ვიფქრობ თუ წლეულს კორტზე დაბრუნება შეგვეძლება. ჩემი აზრები უკვე 2021 წელს უყურებს. გავხდებით უფრო ძლიერები ახალ რეალობაში? არ მჯერა, უფრო მომწონდა ის, რაც აქამდე იყო. რა თქმა უნდა, მომხდარი უნდა გავითავისოთ და უნდა ვისწავლოთ. ადამიანი მაშინ არის ძლიერი, თუ ახალ პირობებთან გაივლის ადაპტირებას“, – ასეთია რაფას აზრი.