
სამშაბათს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნიჰათ ოზდემირი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა და ამის შემდეგ მოულოდნელად ოპტიმისტური განცხადება გააკეთა: ყველა ლიგა სამოყვარულოების ჩათვლით 12-14 ივნისს განახლდება. თუ სიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია შენარჩუნდა, დარჩენილი 8-დან 4 ტურს გუნდები მაყურებლებით სავსე ტრიბუნების წინ გამართავენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ნეიტრალურ სტადიონებზე საუბარიც არ ყოფილა – ყველა გუნდი საკუთარ კედლებში გამართავს საშინაო მატჩს.
ბუნებრივია, დაითქვა პირობებიც: მკაცრი კონტროლი და რეგულარული ტესტირება ფეხბურთელების და სხვა პერსონალის დაცვის მიზნით. აგრეთვე, მზადყოფნა მყისიერი რეაგირებისთვის, თუკი სიტუაცია გართულდება.