არგენტინელი ფეხბურთელი მარკოს როხო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იჯარის წესით „ესტუდიანტესში“ გააგდო. მანჩესტერში როხო კვირაში 130 000 გირვანქა სტერლინგს იღებდა მაშინ, როდესაც სეზონში მატჩიც არ ჩაუტარებია. სწორედ ეს არ მოეწონა კლუბის ხელმძღვანელობას და თანახმა იყო, იჯარით წასული ფეხბურთელის ხელფასის გარკვეული ნაწილი თავად გადაეხადა. როხოს ოფლი არც „ესტუდიანტესში“ გამოსვლია – იქ სულ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კორონავირუსმა მოუსწრო და…

ეტყობა ფეხბურთისგან გადაღლილ როხოს განტვირთვა კარანტინის დროს მოუნდა და მეგობრებთან ერთად გაილაღა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, სადაც მეგობრების გარემოცვაში გადაიღეს – ეწეოდა და პოკერს თამაშობდა. ფოტოები არც მე და არც ნაკლები, საკუთარმა ძმამ გაუვრცელა.

ეს ძმისგან პირველი „პატივისცემა“ არ იყო – წინა დღით ვიდეო დადო, რომელშიც მარკო მეგობრებთან ერთად ბურთს თამაშობდა, ემოსა „ბოკა ხუნიორსის“ მაისურა, რომელიც „ესტუდიანტესის“ მოსისხლე მეტოქეა.

ეჭვგარეშეა, სპორტული რეჟიმის დარღვევისთვის „ესტუანდიატესი“ ფეხბურთელს დაელაპარაკება.

არგენტინელს მანჩესტერიდანაც გაესაუბრებიან – კლუბის წარმომადგენლები აპირებენ ვალდებულებები შეახსეონ. საუბარი როხოს არგენტინის სამართალდამცავ ორგანოებთანაც მოუწევს – მან არგენტინაში 10 მაისამდე გახანგრძლივებული სავალდებულო კარანტინი დაარღვია.