სუპერმოდელი სინდი კროუფორდი ტელეეთერით ჯერ კიდევ როდის ატარებდა დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს და თავისი მომხიბვლელობით ბევრს შეაყვარა თავი. ახლახან კი 54 წლის სინდი ჩვეულად მშვენიერ ფორმაში ისევ გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე.

სინდი კროუფორდი კალათბურთის დიდი თაყვანისმცემელი არის. ამის დასტურად ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ჩიკაგო ბულსის“ მაისურა აცვია და ნახტომში ბურთს კალათში აგდებს. ამასთან, ცდილობდა ეს ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ მისი ჩრდილი კადრში ისე მოხვედრილიყო, როგორც მაიკლ ჯორდანის ცნობილი სილუეტი.

„აი, რა ხდება მაშინ, როდესაც ილიონისელ გოგონას ფეხზე „ეარ ჯორდანებს“ ჩააცმევთ, ხოლო ტანზე დენის როდმანის ნაჩუქარ მაისურს. დღეს ვემზადები რომ „ბოლო ცეკვის“ მორიგი სერია ვნახო. იქამდე, შეაფასეთ ჩემი ჩრდილი – ის უდიდეს კალათბურთელს ეკუთვნის,“ – მიაწერა სინდიმ საკუთარ ფოტოს ინსტაგრამზე.

სინდის მშვენიერ ფიგურას კომენტარებში მამაკაცების აღფრთოვანება რომ მოჰყვებოდა, ამაზე ნუ ვიდავებთ, მაგრამ ისეც მოხდა, რომ ერთერთს 54 წლის სინდი მის 18 წლის გოგონა კაიეში აერია.

„ბოლო ცეკვა“ კი ახალი ფილმია ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანზე და არანაკლებ ლეგენდარულ 90-იანების „ჩიკაგო ბულსზე“, რომელიც ESPN-მა გადაიღო.

Cindy Crawford's Michael Jordan Tribute Is a Supermodel Slam Dunk ...