ინგლისური პრემიერლიგის ექვსი კლუბის პოზიციამ, შესაძლოა, ჩემპიონატის განახლებას საფრთხე შეუქმნას. მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს გაიმართა ვიდეოკონფერენცია და ოცივე კლუბმა მხარი დაუჭირა სეზონის განახლებას. იქვე დაითქვა, რომ დარჩენილი შეხვედრები 8 ან 10 ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.
Neutral grounds would damage integrity of Premier League, says ...ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მოიკვლიეს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არც თუ ერთსულოვანი იყო. ადგილი აქვს ერთგვარ ბუნტს ცხრილის ფსკერზე მყოფი კლუბების მხრიდან. „ბრაიტონი“, „უოტფორდი“, „ვესტ ჰემი“, „ბორნმუთი“, „ნორვიჩი“ და გარკვეული დოზით „ასტონ ვილაც“ წინააღმდეგნი არიან დაკარგონ თუნდაც უმაყურებლო, მაგრამ მაინც საკუთარი მოედნის ფაქტორი.
„ბრაიტონის“ სპორტულმა დირექტორმა პოლ ბარბერმა ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა, რომ სეზონის ნეიტრალურ სტადიონებზე ჩამთავრება ჩემპიონატის მთლიანობას დაარღვევს და მის შედეგებთან დაკავშირებულ კითხვებს დატოვებს.
ჯერჯერობით ამბოხებულებს ერთი ხმა აკლდებათ. მოგეხსენებათ, პრემიერლიგა გადაწყვეტილებებს ხმათა ორი მესამედით ამტკიცებს. რამდენიმე დღეში გაიმართება პრემიერლიგის მორიგი ვიდეოკონფერენცია. 20-დან 14 ხმა საკმარისი იქნება პროექტის დასამტკიცებლად, მაგრამ უკვე ჩამოთვლილმა ექვსეულმა ვინმე ერთიც რომ აიყოლიოს? ამ შემთხვევაში სასწორზე 762 მილიონი გირვანქა დაიდება.
ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა ისიც მოიკვლიეს, რომ ამბოხებულები კომპრომისზე წავლენ, თუ პროექტს ერთი პუნქტიც ჩაემატება და წელს პრემიერლიგიდან არავინ გავარდება.