ATP > Gomez-Herrera, 428e : "Djokovic s'intéresse beaucoup à ce ...კორონავირუსმა სპორტულ სამყაროში ბევრი რამ შეცვალა. ცხადია, უარყოფითი მხრივ. პრობლემები ჩოგბურთსაც შეეხო. დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

19 მარტს ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პეტიციაც შექმნა, რომლითაც ITF-ს შემოსავლების გარეშე დარჩენილ ჩოგბურთელთა დახმარებისკენ მოუწოდა. შაფათავას თქმით, ჩოგბურთელთა უდიდესი ნაწილი თანხებს მხოლოდ ტურნირებზე მოგებული მატჩებით გამოიმუშავებენ, პანდემიის პირობებში კი მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებიან. შესაძლოა, სპორტული კარიერის გაგრძელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დაუდგეთ. პეტიციის შემდეგ, ჩვენებური CNN-მა კი შეაწუხა ინტერვიუსთვის.

სხვათა შორის, შაფათავას აზრს დაეთანხმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ნოლე ფონდის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელიც ტურნირების გადადებით დაზარალებული დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელების დასახმარებლად შეიქმნებოდა.

ჯოკოვიჩზე უფრო „ჭკვიანი“ გამოდგა ინდოელი ჩოგბურთელი, მავანი იუკი ბჰამბრი, რომელიც ამჟამად 136-ე ჩოგანია, ხოლო ყველაზე დიდი მიღწევა 27 წლის ასაკში რეიტინგში 88-ე ადგილი და დიდი მუზარადის ტურნირების პირველი წრეში თამაშია.

„მართალია, ბევრი ჩოგბურთელი დარჩა შემოსავლის გარეშე, მაგრამ ხალხი მათ არ დაეხმარება. უკეთესი იქნება, თუ შევქმნით ფონდს, სადაც შეტანილი შემოწირულობები მედიცინის მუშაკებს მოხმარდება და არა ვიღაც ჩოგბურთელებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად შენი მეტოქეები არიან. თუ გვსურს ჩოგბურთელებს დავეხმაროთ, უკეთესი იქნება საპრიზო ფონდები გაიზარდოს. მაგრამ გაზრდილი თანხიდან ფული ჩემპიონებს კი არ დაემატოთ, არამედ მონაწილეებს, რომლებიც ადრიანად დატოვებენ ტურნირს. მეტი თანხა უნდა მიიღონ იმ ჩოგბურთელებმაც, რომლებიც მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ“, – აცხადებს ბჰამბრი, რომელიც აშკარად საკუთარ თავზე ფიქრობს.