Kylian Mbappe Plays Down 'Supposed Rivalry' with Neymar at PSG ...კლიან მბაპე ყოველმხრივ ბედნიერია პსჟ-ში. გვერდით ჰყავს ოჯახი, მეგობრები და აღმერთებენ ფანები. ამის მიუხედავად, კილიანს არასოდეს დაუმალავს, რომ მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს. მისი ეს სიმპათია ორმხრივია და ფლორენტინო პერესსაც ერთი სული აქვს ფრანგ სუპერვარსკვლავს სამეფო კლუბის მაისური მოარგოს. დონ ფლორენტინო ხელსაყრელ მომენტს ელოდება.
მბაპეს კონტრაქტს პსჟ-სთან 2022 წელს გასდის ვადა. რაც უფრო ახლოვდება ეს მომენტი, მით უფრო დაბლა იწევს კილიანის სატრანსფერო ფასი, რაც სულაც არ აძლევს ხელს პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას. მათ ფეხბურთელს ახალი სუპერკონტრაქტი შესთავაზეს – 700 ათასი ევრო კვირაში. ეს ორჯერ მეტია მბაპეს დღევანდელ ანაზღაურებაზე და თითქმის იმდენივე, რამდენსაც ნეიმარი იღებს. მბაპეს, ალბათ, სერიოზულად მიუწევს ფიქრი.
შეგახსენებთ, რომ კილიანი პარიზულ კლუბში 2018 წელს „მონაკოდან“ გადავიდა და 120 შეხვედრაში 90 გოლის გატანა მოასწრო.
წილი
წინა სტატიაპრემიერლიგაში ბოიკოტი მწიფდება?
შემდეგი სტატიაკუმანი გადარჩა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".