ნიდერლანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 57 წლის რონალდ კუმანმა, კვირას თავი შეუძლოდ იგრძნო და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ამსტერდამის ერთ-ერთ კლინიკაში. მიზეზი – გულის უკმარისობა გახლდათ.
კუმანს მაშინვე ჩაუტარეს ოპერაცია. კორონოგრაფიის შემდეგ მას სტენტი ჩაუდგეს. მწვრთნელის მეუღლე ბერტინამ და აგენტმა რობ იანსენმა, De Telegraaf-ს უთხრეს, რომ ეროვნული გუნდის თავკაცის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, ორშაბათსვე გაწერონ სახლში.
„აიაქსის,“ პსვ-სა და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი, ცუდად გახდომამდე თურმე ველოსიპედით მოძრაობდა და თავს მშვენივრად გრძნობდა.
ფეხბურთელებმა და კლუბებმა სოციალურ ქსელებში სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს მწვრთნელს.