კაცი იღბლიან ვარსვლავზე დაიბადაო, პსჟ-ის ნახევარმცველ ხოსე როდრიგესზეა ნათქვამი. ფეხბურთელი ამჟამად იჯარის წესით პორტუგალიურ „სპორტინგში“ თამაშობს. სანამ პორტუგალიაში გადაბარგდებოდა, ხოსე საფრანგეთის აწ უკვე დასრულებულად გამოცხადებულ ჩემპიონატში მოედანზე ერთადერთხელ გამოჩნდა – მე-4 ტურის შეხვედრაში „მეცთან“ (2:0) საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე შეცვლაზე შეუშვეს.
საფრანგეთის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, იმისათვის რომ ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ნებისმიერი სინჯის მედალი მიიღოს, მოედანზე ერთი წუთი მაინც უნდა ჰქონდეს გატარებული…
პსჟ უკვე გამოცხადდა ქვეყნის ჩემპიონად, ხოსესაც ფრანგული ოქრო პორტუგალიაში დაეწია.