მანამდე კანცელარიის ხელმძღვანელ ჰელგე ბრაუნს დაევალა სპეციალური რეზოლუციის პროექტის მომზადება, რომელშიც ბუნდესლიგა ყველა სხვა სპორტულ ღონისძიებასთან შედარებით პრიორიტეტად იქნება გამოცხადებული.
მოულოდნელმა პრობლემამ, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს 6 მაისის გადაწყვეტილებაზე, პარასკევს იჩინა თავი. მორიგი გეგმიური ტესტირებისას „კიოლნის“ სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ვებ-გვრდი იუწყება, რომ ინფიცირებულები მყისვე კარანტინში გადაიყვანეს, გუნდი კი გეგმის მიხედვით მზადებას განაგრძობს.