დღეს გაიმართა იტალიის საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც ტელეტრანსლაციების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა განეხილა.
იტალიის საფეხბურთო ელიტის ოცივე წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას.
რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 4 მაისიდან საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესახებ. სწორედ 4 მაისიდან გადავლენ გუნდები ინდივიდუალური მზადების რეჟიმზე, 18 მაისიდან კი კოლექტიური ვარჯიშებიც დაიწყება.
პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა მატჩების გამართვის სპეციალურ პროტოკოლზე, რომელიც ფეხბურთელთა შორის ვირუსის გავრცელების ალბათობას გაანულებს.
