
წინადადება მაცდურია, მაგრამ „კაჭკაჭები“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ. არგენტინელის უარის შემთხვევაში კლუბში ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაბრუნდება. რაფა ამჟამად ჩინურ „დალიან იფანში“ მუშაობს, მანამდე კი (2016-2019) სწორედ „ნიუკასლს“ თავკაცობდა.
რას ფიქრობს თავად პოჩეტინო? „ტოტენჰემში“ გატარებულ წლებს, ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალს იხსენებს და ლონდონში დაბრუნებაზე ოცნებობს:
„ეს იყო შესანიშნავი თავგადასავალი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. გულის სიღრმეში მწამს, რომ ისე არ მოვკვდები და ერთ მშვენიერ დღეს კლუბში დავბრუნდები. ტიტულსაც აუცილებლად მოვიგებთ. „ტოტენჰემს“ ფანტასტიური ფანები ჰყავს და მათთვის ვალი მაქვს დასაბრუნებელი“.