დიეგო მარადონას და ლეო მესის ხშირად ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ ბევრს აღარ ახსოვს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს ამ ორმა დიდმა არგენტინელმა ერთ გუნდში ითამაშა.

ეს შეხვედრა „ესტადიო სიუდად დე ლა პლატაზე” გაიმართა. ადგილობრივი ვარსკვლავები ნაკრების ვარსკვლავებს ეთამაშდნენ (video). ერთი გუნდის მწვრთნელი იყო მიგელ ანხელ რუსო, ხოლო მეორესი პედრო ტროლიო.

როგორც მოგახსენეთ, იმ შეხვედრაში მარადონა და მესი თანაგუნდელები იყვნენ და ერთ ეპიზოდში ბურთი ისე გაათამაშეს, გეგონება მოედანზე მოწინააღმდეგე არ იყო.

ამ ეპიზოდის ბოლოს მესის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე გასტონ სესამ ბურთი დაიჭირა.

ნაკრების ფეხბურთელებმა მოიგეს 5:4.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხუან სებასტიან ვერონი, ხუან რომან რიკელმე, მარსელო გალიარდო, ხუან პაბლო სორინი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.

 

 

წილი
წინა სტატიადიბალას გაუმეორა
შემდეგი სტატიაფულის ამბავია, თორემ…
პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.