საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედვარდ ფილიპმა ქვეყანაში აგვისტომდე ყველანაირი სპორტული ღონისძიება აკრძალა. ამბობდნენ, რომ მატჩები შესაძლოა გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ფილიპმა ესეც გამორიცხა. ახალი სეზონი ჩვეულებრივ, აგვისტოდან დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია ეყოლება თუ არა ლიგა 1-ს ჩემპიონი და გავარდებიან თუ არა გუნდები ლიგა 2-ში და ვინ მოიპოვებს ევროტურნირების საგზურს.
საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე 68 ქულით პსჟ გახლდათ, მეორეზე მარსელი 58 ქულით, რენი 50 ქულით მესამე იყო, ლილი კი 49 ქულით მეოთხე…