რამდენიმე დღის წინ გაცნეთ, რომ ფიფამ მისი წევრი 211 ასიციაციის დასახმარებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა და გადაანაწილა.
ფიფას უეფამაც მიბაძა, ჯიბეზე ხელი გაიკრა და ერთბაშად 236,5 მილიონი ევრო გამოყო ეროვნული ასოციაციებისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სხვა 54 ასოციაციის დარად, 4,3 მილიონ ევროს მიიღებს.
უეფა პროგრამა „ჰეთ თრიქის“ ფარგლებში ფინანსებს სხვა დროსაც ანაწილებს და ეს ფული ოპერატიული ხარჯების გარდა ფეხბურთის გარკვეული მიმართულების განსავითარებლად არის ხოლმე მიმართული.
ამჯერად განაწილებული მილიონები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას და მისი შედეგების შემსუბუქებას უნდა მოხმარდეს.
წილი
წინა სტატიაგამოცდილი ვარ და არა ბებერი
შემდეგი სტატიაახალციხე 400 მილიონად
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...