What we do - FIFA Forward Football Development Programme - FIFA.comმსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები აწონ-დაწონა და წევრი ეროვნული ასოციაციებისთვის გასანაწილებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა.
ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც ასოციაციებს პანდემიით გამოწვეული კრიზისული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება.
ფიფას წევრი 211 ასოციაციიდან თითოეული 500 ათას დოლარს მიიღებს. ამას გარდა, ფიფა თითოეულს სრულად გაუსტუმრებს არამხოლოდ 2019, არამედ 2020 წელში გადასახდელ თანხებსაც. აქ იგულისხმება ფიფას პროგრამა „ფორვარდი 2.0“-ც.
სხვა ვითარებაში ასოციაციები პროგრამით გათვალისწინებულ თანხებს სრულად მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მიიღებდნენ. ახლა ეს წინმსწრებად ხდება, თუმცა პროგრამის პირობების შესრულება ისევ სავალდებულოა და აუდიტსაც სრულფასოვნად ექვემდებარება.
წილი
წინა სტატიაოლიმპიაკოსს ქვედა ლიგას უსჯიან
შემდეგი სტატიარეალის მოკლე საბანი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".