გერმანული ფეხბურთი იძულებითი უქმობიდან დაბრუნებას უკვე მაისში გეგმავს, თუმცა პანდემიის საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია. აქედან გამომდინარე გაჟღერებულ ისედაც ზემკაცრ რეგულაციებს ერთიც დაემატება: ფეხბურთელები მოედანზე დამცავი ნიღბებით გავლენ.
ბუნებრივია, ნიღაბში თამაში სერიოზულად აისახება ფეხბურთელის გამძლეობაზე…
მცირედი შეღავათი იქნება 15 წუთში ერთხელ შეხვედრის სავალდებულო შეჩერება, რომლის დროსაც ფეხბურთელებმა ნიღბები უნდა გამოიცვალონ – მედიკოსთა აზრით, დროის ეს მონაკვეთიც საკმარისია, რომ ნიღაბი გაიოფლოს და უსარგებლო გახდეს.
ფეხბურთელებს მატჩის მსვლელობისას აეკრძალებათ ნიღაბზე ხელით შეხება. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ნიღაბი მოსძვრა, არბიტრი მყისიერად შეაჩერებს თამაშს.
აქამდეც განიხილებოდა ფუნქციონალურად ნაკლებად მომზადების გამო ორი დამატებითი შეცვლის შემოღების იდეა. ნიღბების თემამ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა და არ არის გამორიცხული, გუნდებს 5-5 შეცვლის ნება დართონ.