ნიდერლანდური ფეხბურთის მამებმა კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაზღღვევა გადაწყვიტეს და მეზობლების მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს – ისევე, როგორც ბელგიაში, სეზონი დახურულად გამოცხადაა.
არადა, ერედივიზიონში გამორჩეულად კარგი სეზონი გამოდიოდა. „ალკმაარი“, რომელსაც 12 წელიწადია ტიტული არ მოუგია, მოქმედ ჩემპიონ ამსტერდამის „აიაქსთან“ პირველობას იყოფდა და გულშემატკივარს დაძაბული ფინალი ელოდა. ახლა კი, ჩემპიონად არავინ გამოცხადდება.
სამაგიეროდ, ეს გადაწყვეტილება სახეიროა აუტსაიდერებისთვის – არავინ გავარდება. „კამბური“ კი აშკარად დაიჩაგრა – ეს გუნდი მეორე დივიზიონის 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა.
ამჟამად, COVID 19-ით ნიდერლანდებში 36 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, ხუთი ათასამდე კი გარდაიცვლილია.