უქმობს მსოფლიო სპორტი და სხვების დარად თვითიზოლაციაში წავიდნენ საფეხბურთო ვარსკვლავებიც…
განა რამდენ „ჩელენჯში“ უნდა ჩაებას ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი, რომ მთელი თავისუფალი დრო მოკლას?
აგერ, მაგალითად ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ჯეიმი ვარდმა საკუთარ ბაღ-ბოსტანს მიაშურა და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, გულიანადაც იმუშავა.
ჯეიმის მარწყვი ჰქონია მოსარწყავი და კარტოფილი ამოსაღები.
აბა, ამაში დასაძრახი ან გასაოცარი რა არის, მაგრამ ვარდის ფოტოები სოციალური ქსელების ჰიტად იქცა – კარტოფილის ამოსაღებად ჯეიმიმ Gucci-ს 250 გირვანქად ღირებულ „ტაპოჩკებზე“ შესაფერისი სახლში ვერაფერი იპოვა.
ოქროს ფასი დაედო კარტოფილს…