„ბარსელონა“ თავისი ლეგენდარული სტადიონის სახელს ყიდის – მიღებული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.

„ჩვენ გლობალური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ამიტომ ჩვენ მტკიცედ და მშვიდად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მოვიჩნევთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენების აუცილებლობას კორონავირუსთან ბრძოლაში. ისტორიაში პირველად, ვიღაცას „კამპ ნოუსთვის“ სახელის გადარქმევა შეეძლება, მიღებული შემოსვალი კი არა მხოლოდ „ბარსელონას“, მთელ კაცობრიობას მოხმარდება“ – განაცხადა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი კარდონერმა, რომელმაც კორონავირუსის ინფექცია ახლახანს თავადაც გადაიტანა.

“კამპ ნოუ” ევროპის ყველაზე დიდი სტადიონია, რომელიც თითქმის 100 ათას მაყურებელს იტევს. ის 1957 წელს აშენდა და აქამდე სპონსორი არასდროს ყოლია.

სპონსორის სახელი დროებითია და ის სტადიონს მხოლოდ 2020/2021 წლების სეზონში ერქმევა. კლუბში ფიქრობენ, რომ კონტარქტის გაფორმებას უახლოეს კვირებში შეძლებენ.

 

წილი
წინა სტატიაარსენალს ლიგაში რა უნდა?
შემდეგი სტატიაWHO what?
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.