ინგლისური „ლიდსის“ 5 წლის ქომაგმა დენიელ ოტენმა წერილი მისწერა „ბრაიტონის“ პრეზიდენტს და სთხოვა, მის საყვარელ გუნდში დატოვოს 22 წლის მცველი ბენ უაიტი, რომლის იჯარასაც სეზონის ბოლოს გასდის ვადა.
„პატივცემულო პრეზიდენტო, მე 5 წლის ვარ და „ლიდსს“ ვქომაგობ. ამ წერილს გწერთ, რომ მოგითხროთ თქვენს ფეხბურთელზე, რომელიც ჩვენს გუნდში თამაშობს. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და ბენი უაიტი ჰქვია.შეიძლება, რომ სეზონის ბოლოს ის გამოვისყიდოთ? მე დავთვალე ფული საკუთარ ყულაბაში და 15,07 გირვანქა მაქვს, თუკი ეს „ლიდსს“ დაეხმარება,“-   წერს 5 წლის ქომაგი.
„ბრაიტონის“ მწვრთნელმა და ტექნიკურმა დირექტორმა საპასუხო წერილში თავაზიანი უარი უთხრეს პატარას – მომავალ სეზონში უაიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ და „ლიდსში“ ვეღარ დავტოვებთო. ისე კი წერილის ავტორებმა დენიელს საფეხბურთო გემოვნება მოუწონეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში მისგან კარგი სკაუტი დადგება.
Ben White: The Brighton youngster thriving at Leeds who is ...
წილი
წინა სტატიაჩოგბურთის სამი არსენა მარაბდელი
შემდეგი სტატიაგვინდა 11 ანწუხელიძე!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".