თანამედროვე ჩოგბურთის სამმა ლეგენდამ მოწინავე ასეულის წევრ კოლეგებს მიმართა. ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის იდეა მარტივია: დაეხმარონ რეიტინგში დაბალ საფეხურებზე მდგომ ჩოგბურთელებს, კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი უმუშევრობის (შესაბამისად – უშემოსავლობის) დაძლევაში.

რეიტინგში ადგილების მიხედვით, ელიტის თითოეულმა წევრმა არცთუ დიდი თანხა უნდა გაიღოს: 1-5 ადგილი – 30 000 $; 6-10 ადგილი – 20 000$; 10-20 ადგილი – 15000$; 20-50 ადგილი – 10000$; 50-100 ადგილი – 5000$.

ამ თანხას საკუთარ წვლილს წაუმატებენ ATP ტურის შეჯიბრთა ორგანიზატორები. შეგროვილი თანხა საკმარისი იქნება, რომ რეიტინგში 250-დან მე-700 ადგილამდე მყოფ ჩოგბურთელებს 10-10 ათასი დოლარი გადაეცეთ.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული სამის გარდა რეიტინგის მოწინავე ხუთეულში დომინიკ ტიმი და საშა ზვერევი შედიან.

წილი
წინა სტატიაარსადაც არ წავა!
შემდეგი სტატია5 წლის სკაუტი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".